რეზონანსი
(14.11.2022)

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან.

„უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობაა მათი მხარდაჭერა", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

12 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესს რუსეთი აფერხებს, უკრაინა კი დათმობებზე არ უნდა წავიდეს.

„ამ ომის დაწყებით პუტინმა, პირველ რიგში, ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც ომამდე მოლაპარაკებების კუთხით მიმდინარეობდა. დიქტატორებმა უნდა გაიაზრონ, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებში შეჭრა არ შეიძლება", - აღნიშნა შოლცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე