რეზონანსი
(14.11.2022)

ოლიგარქია არის ის პრობლემა, რომელიც ბუდობს რადიკალურ ოპოზიციაში და სწორედ ოლიგარქიული, არაჯანსაღი და კრიმინალური სახსრებით იკვებება ეს „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, რატი იონათამიშვილმა ქრონიკას" განუცხადა, რომელმაც კომენტარი დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ერთადერთი რატომაც რადიკალური ოპოზიციას არ მოსწონს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამბობენ ამას არის ის, რომ ეს კანონი ჩვენ შეგვეხება. შეეხებათ იმიტომ, რომ ოლიგარქია არის ის პრობლემა, რომელიც ბუდობს რადიკალურ ოპოზიციაში და სწორედ ოლიგარქიული, არაჯანსაღი და კრიმინალური სახსრებით იკვებება ეს პარტია. სხვა არსებითი კრიტიკა ჩვენ არ მოგვისმენია", - განაცხადა იონათამიშვილმა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 80 მილიონზე მეტი ქონება, გავლენა მედიაზე, პოლიტიკაზე და მონოპოლია ეკონომიკურ საქმიანობაში - ეს ის 4 კრიტერიუმია, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ესა თუ ის პირი ოლიგარქად იწოდება და კონკრეტულ აკრძალვებს დაექვემდებარება. მმართველმა გუნდმა ზუსტად ის მოდელი გადმოიტანა, რომელიც უკრაინაშია მიღებული. უკრაინულ მოდელზე კი პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე