რეზონანსი
(13.11.2022)

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის ჯანეტ იელენის განცხადებით, ზოგიერთი სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული, შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ძალაში დარჩეს.

ამასთან, იელენი ამბობს, რომ რუსეთის ნებისმიერი მშვიდობიანი შეთანხმება უკრაინასთან, შესაძლოა სანქციების გადახედვის მიზეზი გამხდარიყო, როგორც ამერიკის, ისე სხვა პარტნიორების მხრიდან.

"რუსეთის მხრიდან ნამდვილად არ იყო არანაირი მცდელობა იმისა, რომ უკრაინასთან რაიმე პირობებით, რომლებიც კიევისთვის მისაღები იქნებოდა, მოლაპარაკებები დაეწყო. მიმაჩნია, რომ რაიმე მშვიდობიანი შეთანხმების კონტექსტში, სანქციების გადახედვის შესაძლებლობა არსებობს. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა, ზოგიერთი სანქცია ალბათ ძალაში დარჩება", - თქვა ამერიკელმა მინისტრმა The Wall Street Journal-თან საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე