რეზონანსი
(13.11.2022)

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა კურახოვოსა და ტორეცკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

"კურახოვოზე სარაკეტო იერიში რუსებმა დღეს შუადღისას განახორციელეს. დაშავდა ერთი ადამიანი. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, რაკეტა ორსართულიან სახლს მოხვდა. დარტყმის შედეგად დაზიანდა კიდევ 2 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა.

ტორეცკში რუსული დაბომბვის შედეგად საავადმყოფო და სამშობიარო დაზიანდა. კირილენკოს ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ შენობები სერიოზულად დაზიანდა. ამასთან, კირილენკო მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე