რეზონანსი
(13.11.2022)

სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება სტამბოლში არსებულ საქართველოს გენერალურ საკონსულოში არ შესულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტამბოლის ცენტრში, ტურისტულ ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე