რეზონანსი
(13.11.2022)

სტამბოლში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

ჯერჯერობით უცნობია აფეთების მიზეზები, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივი მედიაში მომხდარს სავარაუდო ტექრაქტის უკავშირებენ და წერენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო და პოლიციის მანქანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე