რეზონანსი
(13.11.2022)

ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა რომ ელექტრონული ფორმით აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„იმავდროულად [სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე] საუბარი იყო ვადებთან დაკავშირებით, შესაძლო საარჩევნო კომისიის ფორმირების საკითხზე, როგორ უნდა მომხდარიყო კანდიდატის რეგისტრაციის საკითხი - საუბარია იმაზე, რომ პოლიტსაბჭოს სამ წევრს ჰქონდეს კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება. საარჩევნო კამპანიის შესაძლო ვადებთან დაკავშირებით იყო ასევე საკითხების განხილვა ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე