რეზონანსი
(12.11.2022)

კიდევ ბევრ ასეთ შეხვედრას ვიხილავთ იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და გათავისუფლებული ხერსონელების ემოციურ შეხვედრებს ეხმაურება უკრაინელ ჯარისკაცებთან. 

ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ მსგავსი კადრები კიდევ იქნება დონბასიდან, ყირიმიდან და უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ქალაქიდან: 

"დღეს ყველა ერთად ვგრძნობთ აღფრთოვანებას. არ ვიცი, გვყავს თუ არა ერთი ადამიანი, ვისაც არ უნახავს ჩვენი ხერსონელების შეხვედრა უკრაინელ მცველებთან. და კიდევ ბევრ ასეთ შეხვედრას ვიხილავთ იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ არავის არ ვივიწყებთ, არავის არ დავტოვებთ.

ასე იქნება გენიჩესკშიც და მელიტოპოლშიც. ჩვენ მოვალთ დონბასის ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, როგორ შეხვდებიან ყირიმში უკრაინული დროშებით უკრაინულ ძალებს, რომლებიც გამოსვლის დღეს ასობით იქნება ქუჩებში.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინის გამარჯვებისთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება მსოფლიოში! მარადიული დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე