რეზონანსი
(12.11.2022)

წალენჯიხაში, სოფელ მედანში მრავალშვილიანი ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ბავშვები და მათი დედა იმყოფებოდნენ. მათ დროულად შეძლეს აალებული საცხოვრებლიდან გამოსვლა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. გარდა ამისა, დაზარალებულ ოჯახთან მივიდა წალენჯიხის ვიცე მერი თამარ ბელქანიაც. მისი თქმით, მერია დადგენილების თანახმად, ოჯახს 15 000 ლარით დაეხმარება საცხოვრებლის აღდგენაში, იქამდე კი მათ ქირითაც უზრუნველყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე