რეზონანსი
(12.11.2022)

ხერსონში უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართულ ვიდეოში აცხადებს.

მინი ინფორმაციით, ხერსონში ქალაქისა და ოლქის კანონიერი ადმინისტრაციების გარდა, მუშაობა დაიწყეს ასევე ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა.

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციებმა. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას ასევე შეუდგნენ ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. საგანგებო სიტუაციების სამსახური განაღმვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. დაკავებული ვართ ქალაქის ჩვეულებრივი ცხოვრებისადმი დაბრუნებით”, - განაცხადა იანუშევიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე