რეზონანსი
(12.11.2022)

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მოსახლეობა მოიწამლა. ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, ქიმწმენდის ობიექტი გახდა.

ხალხი ამტკიცებს, რომ შენობიდან გამოსული გამონაბოლქვი სიცოცხლისთვის საზიანოა. უკვე ერთი წელია დასახლებაში გაუსაძლისი სუნია და ირგვლივ, სავარაუდოდ, მომწამვლელი ნივთიერებები იფრქვევა. ამიტომაც, ხალხი ობიექტის დაუყოვნებლივ დაკეტვას მოითხოვს.

„ზაფხულზე გაიხსნა აქ ქიმწმენდის ობიექტი. ჯერ ცოტა იყო სუნი. მთელი ზაფხული ბავშვები აქ თამაშობენ. რამდენჯერაც აქ ვიჯექით, სულ ყელი გვეწვებოდა. გონება დავკარგე ღამე და საავადმყოფოში მოვხვდი. ჩემი სამი შვილიშვილი დარბის აქ. ხან გოგონა ამოდის, თვალები შესიებული აქვს, დილით გულისრევით შეგრძნებით იღვიძებს". - ამბობს მოსახლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე