რეზონანსი
(12.11.2022)

რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად" გენიჩესკი დაასახელა.

მედიის ინფორმაციით, ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. „ხელისუფლების" მთავარი ორგანოები რეგიონის „დროებით დედაქალაქში" განლაგდა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან საკუთარი ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულა. გუშინვე ქალაქ ხერსონში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ და ქვეყნის დროშა აღმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე