რეზონანსი
(12.11.2022)

ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - პარტია რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება. სანამ თარიღი დაზუსტდება სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა.

იქამდე ვიდრე ოპოზიციის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პარტიაში მხარეები საერთო აზრამდე მივლენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისი მწვავდება.

ორად გაყოფილ პარტიაში, ჯერ კიდევ თანაგუნდელები ერთმანეთს რჩევას აძლევენ - ამომრჩეველთან მართლები იყვნენ.

ოფიციალურად თავმჯდომარეობისთვის მოქმედთან ერთად გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობი„ს წევრი ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ გუნდური მუშაობისთვის მზად არის და გუნდის იდეებს გაიზიარებს.

„მე სურვილი არ გამომითქვამს პარტიის თავმჯდომარეობისთვის, თუმცა მე ვარ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ვარ გუნდური მოთამაშე და შესაბამისად რასაც გუნდი გადაწყვეტს ვიქნები ამ ინიციატივის მოზიარე. საჯარო პოლიტიკა და პოლიტიკოსობა არც კეზერაშვილს აინტერესებს და არც მერაბიშვილს," - აცხადებს ხაბეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე