რეზონანსი
(12.11.2022)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, იმიტომ რომ უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან.

„ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული მუშაობის პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან. როგორც ჩანს, მათ იმის რესურსიც არ აქვთ, რომ ამ შეცდომებიდან გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე