რეზონანსი
(11.11.2022)

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფასი Transfermarket-ზე შე­იც­ვა­ლა.

ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კვარ­ცხე­ლი­ას ღი­რე­ბუ­ლე­ბა უკვე 60 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. აქამ­დე ფეხ­ბურ­თე­ლი Transfermarket-ზე 38 მი­ლი­ო­ნად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჯერ ყა­ზა­ნის "რუ­ბი­ნი­დან" ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­ში", ხოლო შემ­დეგ, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­დან" იტა­ლი­ურ "ნა­პო­ლი­ში" გა­და­ვი­და 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ.

კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­შის ნახ­ვის შემ­დეგ, ევ­რო­პა­ში გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს იტა­ლი­ე­ლებ­მა ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლის ასე და­ბალ ფა­სად შე­ძე­ნა.

ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის ყო­ვე­ლი თა­მა­ში ფეხ­ბურ­თის ფა­ნე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს და ამ­ბო­ბენ, რომ მან ფეხ­ბურთს რო­მან­ტიზ­მი და­უბ­რუ­ნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე