რეზონანსი
(11.11.2022)

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის" სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება.

ამასთან, პესკოვის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით.

„ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან", - აღნიშნა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე