რეზონანსი
(11.11.2022)

მათ ერთი ოცნება აქვთ. იბრძვიან გავლენებისთვის, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე - ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ მომავალზე და არა - საქართველოს მომავალზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განუცხადა.

„ისინი ერთმანეთს ებრძვიან ფულისა და გავლენისთვის პარტიის შიგნით. რეალურად, მათ ერთი ოცნება აქვთ. იბრძვიან გავლენებისთვის, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე - ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ მომავალზე და არა - საქართველოს მომავალზე. ამიტომ, ჯერ შიგნით ჭამენ ერთმანეთს, რომ შემდეგ ქვეყანა შეჭამონ.

ჩვენ საქმეს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეკონომიურად ძლიერი. ხალხმა შვება იგრძნოს, ქვეყანა განვითარდეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყოს. ეს ორი ოცნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ, არიან სხვანაირად - შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ ამ დროს ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომ ბეწვის ხიდზე დავდივართ საქმის კეთებისას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე