რეზონანსი
(11.11.2022)

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack და Visa შავი პარასკევისთვის 70%-მდე ქეშბექის აქციისთვის ემზადებიან! 

აქციის ფარგლებში, ქეშბექის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის 70%-მდე ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებ. დაბრუნებულ CashBack-ს კი განკარგავ თავისუფლად, სურვილის შესაბამისად.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი VISA ბარათით. 

თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია: 

• ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში  გახდი ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking 

• თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-თ ან Google Pay-თ გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ. 

• თუ ლიბერთის ახალ Visa ბარათს აიღებ, კიდევ უფრო მაღალ ქეშბექს დაიბრუნებ. ხოლო თუ ახალი ბარათის შერჩეული კატეგორიის ქეშბექი მეგობარი ობიექტის კატეგორიას დაემთხვევა, კატეგორიის ქეშბექიც მომენტალურად დაგიბრუნდება. ბარათის ბენეფიტები დეტალურად: akhalibarati.ge

რა არის CashBack?

CashBack ლიბერთის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. 

პროგრამის ფარგლებში სარგებლობ სპეციალური შეთავაზებებით 500-მდე მეგობარ ობიექტში მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეული გადახდის შემდეგ, თანხის ნაწილს მომენტალურად იბრუნებ იმავე ანგარიშზე, საიდანაც იხდი. 

CashBack-ით დაბრუნებული თანხა შეგიძლია ავტომატურად შენს ყულაბაში დააგროვო.

როგორ მიიღო CashBack?

1. გადმოიწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე http://www.cashback.ge/

2. გაიაქტიურე სასურველი მეგობარი ობიექტის შეთავაზება აპლიკაციაში ან ვებგვერდზე

3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით

4. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი!

CashBack-ის უპირატესობები: 

• იბრუნებ თანხას და არა ქულებს.

• CashBack-ის სახით თანხა მომენტალურად გიბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

• ყოველი გადახდის შემდეგ, SMS-ით იგებ გადახდილი თანხის რა ნაწილი დაგიბრუნდა.

• CashBack-ით დაბრუნებული თანხის დაგროვება ავტომატურად შეგიძლია შენს ყულაბაში.

• სასურველ ობიექტს/პროდუქტს/მომსახურებას მარტივად პოულობ აპლიკაციაში 

ან ვებგვერდზე კატეგორიის, ქალაქის, ან ძიების გამოყენებით. 

• არჩევ სასურველ მეგობარ ობიექტებს, იაქტიურებ შეთავაზებებს და მომდევნო 1 თვის განმავლობაში CashBack ავტომატურად გიბრუნდება ყოველი გადახდის შემდეგ. 

• CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე.

• სარგებლობ CashBack-ის მიმდინარე აქციებით და კიდევ უფრო მეტ თანხას იბრუნებ.

გახსოვდეს, რაც უფრო ხშირად იყენებ ლიბერთის ბარათს, მით მეტი თანხა გიბრუნდება!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე