რეზონანსი
(11.11.2022)

იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას! - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მისამართით. მისი თქმით, ხოშტარიას დასამუნათებელი არავინ არ არის.

„იქამდე, სანამ ეს 1%-იანი კრემლის აგენტი პოლიტიკაშია, იქამდე უნდა ვილაპარაკოთ მის რუსულ კავშირებზე. მიზეზი მარტივია - იმდენად უტიფარია, რომ მარჯვენა ჯიბეში კრემლიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი უდევს და ქონებას აგროვებს, ხოლო ვითომდა აქ არაფერი, სხვას ამუნათებს "კორუფციისთვის". იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას!

ხოშტარიას დასამუნათებელი აქ არავინ არ არის!!!”, - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე