რეზონანსი
(11.11.2022)

ქურდობის ფაქტი გაიხსნა რუსთავში. შარტავას გამზირზე, სავაჭრო ცენტრში არსებული „კარფურის“ ჰიპერმარკეტიდან პროდუქტი მოიპარეს.

"ინფო რუსთავის" ცნობით ფაქტზე მხილებულია ცოლ-ქმარი, მათ სხვადასხვა დროს, ჯამში 400 ლარამდე ღირებულების პროდუქტი გაიტანეს ჰიპერმარკეტიდან.

მომხდარზე გამოძიება სავარაუდოდ ქურდობის მუხლით დაიწყო.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე