რეზონანსი
(11.11.2022)

საბერძნეთის პროკურატურამ  ქართველ კაცსარასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების გამო, ბრალი წარუდგინა – დაკავებული 73 წლის დილარი კუპატაძეა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კაცი დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა.

“კუპატაძე დილარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმის დასადგენად, განახორციელა თუ არა 73 წლის ქართველმა სექსუალური ძალადობა სხვა არასრულწლოვანებზე. პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის.”- წერს ბერძნული მედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე