რეზონანსი
(10.11.2022)

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა სიფრთხილე გამოთქვა ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილებიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მაშინ დავიჯერებთ, როდესაც ამას დავინახავთ".

„მაშინ დავიჯერებთ, როდესაც ამას დავინახავთ და ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჯერ კიდევ არსებობს რუსული ხრიკები", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, რუსული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება, თუ ისინი ხერსონს დატოვებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე