რეზონანსი
(10.11.2022)

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და განსაკუთრებით, გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერა. კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან გამართული შეხვედრა შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კიმ ჯინ ფიოსთან შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტო თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეეხო.

„კორეის მხრიდან საქართველოს პარლამენტს აქვს თანამშრომლობისა და დახმარების დიდი გამოცდილება. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე ვიზიტად და მომავალ წელს ეს ვიზიტიც შედგება. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. საუბარი იყო სურვილზე, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება საქართველოსა და კორეას შორის, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერებას. გარდა ამისა, საქართველოს მსგავსად, კორეასაც გეოპოლიტიკურად აქვს გარკვეულწილად ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია და ამ მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის საკითხებში", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე