რეზონანსი
(10.11.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რუსეთმა სამხედრო პერსონალის 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ზუსტ ციფრებს ვერ ასახელებს, თუმცა ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის „ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა".

"როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს არის არა მხოლოდ იარაღი, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამხედროების დაცვა", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ-სა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა შეიარაღებამ შეძლო რუსული ჯარების შეტევის „გადატეხვა".

"ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დეოკუპაცია. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა არტილერია და ახალი ტექნოლოგიები", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე