რეზონანსი
(10.11.2022)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მათმა ჯარებმა ხერსონიდან უკან დახევა დაიწყეს და ამას "მანევრს" უწოდებს.

"რუსული ჯარების ჯგუფის ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით", - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.

ერთი დღით ადრე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბრძანება გსაცა ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.

ხერსონის დაბრუნება ოკუპაციის დასაწყისიდანვე რჩებოდა უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნად. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის განცხადებებს თავშეკავებულად ეხმაურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე