რეზონანსი
(10.11.2022)

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მონაზონი, რომელიც მოლდოვიდან იყო ჩამოსული და წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოში ცხოვრობდა.

"გარდაიცვალა საპატრიარქოში მცხოვრები მონაზონი. ამა წლის 9 ნოემბერს, ოთხშაბათს, 73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონაზონმა ათანასიამ (სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდოვადან, უფრო ზუსტად, გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას. ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს. სქემმონაზონ ათანასიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში; გამოსვენება კი მოხდება საქართველოს საპატრიარქოდან 13:00 საათზე", - წერია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე