რეზონანსი
(10.11.2022)

„სიკეთის ქალაქი" 14 წლის სერგიზე, რომლის ისტორიამაც სოციალური ქსელი მოიცვა ახალ ინფორმაციას ავრცელებს, მანამდე კი გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თურმანიძის ოჯახს  აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწევა მატერიალური დახმარება.

"აჭარის  მთავრობის გადაწყვეტილებით სერგი თურმანიძის ოჯახს  აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწევა მატერიალური დახმარება 5000 ლარის ოდენობით..... ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ამ თანადგომისათვის  ბატონ თორნიკე რიჟვაძეს"

„სერგისათვის დახმარების შეგროვება დასრულებულია. ყველაფრისათვის შეგროვდა თანხა. ხვალიდან ვიწყებთ მიწოდებას და რა თქმა უნდა ვიდეოსაც დავდებთ რომ ყველამ ნახოთ თუ რა შევძელით ხალხმა ამ ბიჭისათვის. დედამ უკვე მიიღო სოლიდური თანხა. ხვალ მოგიყვებით ყველაფერს. ხალხის სიკეთემ ამ ბიჭის ცხოვრება შეცვალა და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა ჩემო მადლიანო ქართველებო", - წერია პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე