რეზონანსი
(10.11.2022)

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვინმესთან თანამშრომლობაზე შეთანხმებამდე აუცილებელია იმის გარკვევა, რაზე ვთანხმდებით და რა გვაქვს საერთო. ასე უპასუხა მან კითხვას დავით კეზერაშვილის გარშემო ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.

„მე იმაზე უფრო მეტად, რომ ვიღაცას ცუდი საქმე აქვს გაკეთებული და მასთან ვითანამშრომლებ თუ არა, მაკვირვებს ის ამბავი, რომ თანამშრომლობა თანხმდება მაშინ, როცა ჯერ არაა გარკვეული, ვის რა უნდა. მთავარი უნდა იყოს, რა გვაქვს დღეს საერთო და რაზე ვთანხმდებით. რა გვაქვს დღეს საერთო, მე ვერასდროს ვერაფერს ვხედავ", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, რომ მას დავით კეზერაშვილზე უამრავი ცუდი რამ სმენია და წაუკითხავს, მაგრამ ახლა მიზანი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, უფრო მნიშვნელოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე