რეზონანსი
(10.11.2022)

რუსეთის გადაწყვეტილება, გაიყვანოს ჯარები ხერსონიდან, პოზიტიური ნაბიჯია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანი შეკითხვას მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ უზბეკეთში გამგზავრებამდე უპასუხა, სადაც ის თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე