რეზონანსი
(10.11.2022)

სომხეთი მთიანი ყარაბაღის გარშემო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონის შექმნის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებს, რომელმაც თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები რჩებიან.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში ჯარი არ გვყავს. აზერბაიჯანმა უარი თქვა ამ საკითხის დასაზუსტებლად მთიან ყარაბაღში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, რაც 6 ოქტომბერს პრაღაში შევთავაზე. მთიან ყარაბაღში არ არის სომხეთის ჯარი, ეს არის მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია, რომელიც დიდ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას გენოციდური პოლიტიკის განხორციელების გზაზე", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა მთიანი ყარაბაღის ინიციატივა საერთაშორისო გარანტიების საფუძველზე რეგიონში დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, რა შემთხვევაშიც მთიანი ყარაბაღს თავდაცვის არმიის ყოლის საჭიროება აღარ ექნებოდა.

„ჩემი აზრით, ეს წინადადება კვლავ ძალაშია. ანალოგიურად, დემილიტარიზებული ზონის შექმნას ვთავაზობთ აზერბაიჯანს ჩვენი საზღვრის გასწვრივ. ეს წინადადება ითვალისწინებს ძალების გაყვანას 1991 წელს დადგენილ საზღვრებზე, ორივე მხრიდან საზღვრიდან 3-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნით", - აცხადებს ფაშინიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე