რეზონანსი
(10.11.2022)

მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩვენ ცოტა ხნის წინ ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა რუანდაში, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობები არის მეგობრული და თბილი, - ამის შესახებ სამხრეთ კორეაში სამშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მსოფლიოს წინაშე დღეს უსაფრთხოების კუთხით დიდი გამოწვევებია. ამ ფონზე პარლამენტებს შორის ურთიერთობები, მეგობრობა და თანამშრომლობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ვიმედოვნებ, რომ მალე გვექნება თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოში, რათა ერთად აღვნიშნოთ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე