რეზონანსი
(10.11.2022)

მახსენდება ასობით თუ არა ათობით სიუჟეტი „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიების მიერ გაკეთებული, რომლებიც თურმე, იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება კონკრეტულ კვალზე არ გასულიყო, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება და დაუფარავი არაფერი რჩება.

„მე მახსენდება ასობით თუ არა ათობით სიუჟეტი „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიების მიერ გაკეთებული, რომლებიც თურმე, დღეს უკვე დამტკიცდა და აღმოჩნდა, იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება არ გასულიყო კონკრეტულ კვალზე. დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ გარდა იმ მიზნისა, რომ დაეზიანებინათ ხელისუფლება, ვის არ დააბრალეს, რომელ ცნობილ ადამიანს არ დააბრალეს, ისეთს, რომ შემდეგ „ქართული ოცნებისკენ" წასულიყო ეს ისრები, იმისათვის რომ ერთი, დაეზიანებინათ სახელმწიფო, დაეზიანებინათ მმართველი პარტია და მეორე, თურმე, თავს იცავდნენ კონკრეტულ კვალზე გასვლისგან, მაგრამ როგორც ჩანს, დაუფარავი როგორც სხვა შემთხვევაშიც, არაფერი რჩება". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე