რეზონანსი
(10.11.2022)

რუსეთის ჯარებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით, ბევრი ხიდი დაანგრიეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო. უკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და, სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე შეფასებით, რუსული ძალების გაყვანის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე