რეზონანსი
(10.11.2022)

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მისთვის ძალიან გულდასაწყვეტია ის ფორმა, რომლითაც პარტიის წევრების ნაწილმა თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადადგომა მოითხოვა.

„რატომ, როგორ და რანაირად დაიგეგმა ეს ყველაფერი, ეს უკვე ამ ჯგუფს უნდა ვკითხოთ. თუმცა ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია ის ფორმა, რომელიც იყო შერჩეული. არჩევნების პერიოდთან და ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ კონსულტაციების შემდეგ, როგორც ნიკამ თქვა, მათ შორის ამ ადამიანების ჩართულობით. ძალიან მალე გამოვლინდება ფორმატი და ამაზე საჯაროდაც ვისაუბრებთ", - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე