რეზონანსი
(09.11.2022)

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა აჩვენებს, რომ სამხედრო ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერა წარმატებულია.

„ეს ცხადყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობას, მონდომებას, ერთგულებასა და ასევე [უკრაინის] მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას. უკრაინული ძალების თანამედროვე აღჭურვილობით მომზადებისა და უკრაინული ძალების გამბედაობის ერთობლიობა შესაძლებელს ხდის ტერიტორიის გათავისუფლებას, როგორც ახლა ხერსონის ირგვლივ ვხედავთ", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე