რეზონანსი
(09.11.2022)

ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

"ქმედებები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები. ჩვენ არ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს. რუსეთის დაჯგუფების ნაწილი ქალაქშია და რეგიონში ჩადიან დამატებითი რეზერვები. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა სატელევიზიო განცხადებებზე", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე