რეზონანსი
(09.11.2022)

დახმარების პაკეტი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდი იუწყება.

უკრაინის სამხედრო დახმარების განახლებულ სიაშია - 30 ჯავშანმანქანა - Dingo, 18 - სადაზვერვო თვითმფრინავი, ხუთი ტრაქტორ-ტრანსპორტი - M1070 Oshkosh და რაკეტები - Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელთა რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული. არის კიდევ ოთხი ანტიდრონის სენსორი.

გერმანიამ ახალ სიას დაამატა მეტი რაკეტა Iris-T SLM სისტემისთვის, ხუთი მობილური დაზვერვის სისტემა, 42 გამნაღმველი მანქანა, ოთხი მობილური და დაცული ნაღმების წმენდის სისტემა, ასევე კიდევ სამი დისტანციურად მართვადი სისტემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე