რეზონანსი
(09.11.2022)

ხაშურში სპეცსამსახურების თანამშრომელი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. სუს-ის მაღალჩინოსანი ირაკლი ჯანელიძე, რომელიც ხაშურის დეპარტამენტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჯანელიძე კაბინეტში მარტო იმყოფებოდა და იგი უგონო მდგომარეობაში ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნახა.

გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე