რეზონანსი
(09.11.2022)

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, ისრაელს უკრაინაში ექსპორტისთვის საჭირო შეიარაღების საკმარისი მარაგები არ აქვს - ასე ხსნის ის ისრაელის პოლიტიკას, არ გაუწიოს უკრაინას სამხედრო დახმარება.

"ჩვენი წარმოების მასშტაბები უფრო დაბალია, ვიდრე ექსპორტის საჭიროება. ჩვენ არ გვაქვს საკმარის პროდუქციის ბაზა [უკრაინის საჭიროებებისთვის]. თუნდაც პოლიტიკის ცვლილება გადაწყდეს, ჩვენი მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცარიელება შეუძლებელი იქნება", - თქვა მან.

განცი აღნიშნავს, რომ კვირდებიან, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ გაფართოვდეს დახმარება, თუმცა მისი განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას.

ოკუპანტების მიერ ირანული დრონებით ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართავდა.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ისრაელს არაერთხელ სთხოვა სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის, რკინის გუმბათის მიწოდება, თუმცა 19 ოქტომბერს ისრაელმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.

20 ოქტომბერს უკრაინის მთავრობამ ებრაულ ორგანიზაციებს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას ისრაელისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე