რეზონანსი
(09.11.2022)

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა იკვეთება.

"ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მათზე. ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ ისინი, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში იკვეთება", - განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია დააკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე