რეზონანსი
(09.11.2022)

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესაჩერებლად, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს - განაცხადა ბრიფინგზე ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა სერხიი ხლანმა.

„ოკუპანტებმა ააფეთქეს არა მხოლოდ დარიევისა და ტიაგინის ხიდები. ააფეთქეს ხიდი სნიგურივკადან ხერსონისკენ გასასვლელში არხის გადაღმა. ააფეთქეს ხიდი ნოვოკაირიში, ააფეთქეს ხიდი მილოვში. ანუ, ოკუპანტები ახლა აფეთქებენ აბსოლუტურად ყველა ხიდს, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზეა." - აღნიშნა ხლანმა.

მისივე თქმით, ამ გზით რუსები უკან დახევისთვის ემზადებიან. ხლანის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოიყურებოდეს როგორც დაგეგმილი უკან დახევა და არა როგორც მარცხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე