რეზონანსი
(09.11.2022)

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოლოდინი არ აქვს, რომ ნიკა მელიას წასვლა და სხვა ადამიანის თავმჯდომარედ დანიშვნა რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ მოიტანს.

"მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება. ამიტომ, მე არ ვიქნებოდი დიდი მოლოდინით ამ პროცესთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, ჩემი აზრით, რომ ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც და ახლა ნიკა მელია წავა თუ ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე