რეზონანსი
(08.11.2022)

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოპედი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები თავისა და ფეხის არეში აქვთ მიღებული.

წყარო: "აიპიენი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე