რეზონანსი
(05.11.2022)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განაცხადებით, უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს.

მისი თქმით, მიწოდების შეთანხმებები განხორციელების პროცესშია.

„ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაც რაც მომავლისთვის მუშავდება", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ასევე არის გარკვეული შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესშია.

„როცა განხორციელდება, შეიტყობთ. ეს წლის ბოლომდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს წლის ბოლომდე და ამაზე არის შეთანხმებები", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე