რეზონანსი
(04.11.2022)

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

როგორც პენტაგონში აღნიშნეს, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ტანკებსა და დრონებს მოიცავს.

„სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას უკრაინის მიმართ და მათი ყველაზე გადაუდებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს ასევე აძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე