რეზონანსი
(04.11.2022)

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეშმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება და ფხენიანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და სასწრაფო ზომები მიიღოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისკენ მიმართული მოლაპარაკებების განახლებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე