რეზონანსი
(04.11.2022)

ქედის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დოლოგანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეხაჯა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 დაშავებული კი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 ბავშვია.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე