რეზონანსი
(04.11.2022)

დიდი ხნის განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში" ფასად ინარჩუნებდნენ, თითქოს ეს არის სტაბილური, ძლიერი პოლიტიკური გუნდი, მაგრამ გაჩნდა ის ბზარები, რომლებმაც ძალიან კარგად წარმოაჩინეს, რომ შიგნით პროცესები მთლიანად დამპალია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„რაც შეეხება დომინანტური პოზიციის დაკარგვას, მოსალოდნელია, რომ დომინანტური პოზიცია გამოეცლება ხელიდან და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მაგრამ, საუბედუროდ ამ დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას ძალიან არაშემგუებლურად უყურებენ პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რეინკარნაციას ამ პოლიტიკური გვამისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნონა მამულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა" და პარლამენტი დატოვა. მანამდე ოპოზიციურ პარტიას გაემიჯნნენ თბილისში ნიკა ობოლაძე და აჭარაში მალხაზ თავდგირიძე. პარტიიდან წევრების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაში" და კვლავ უარს ამბობენ ოპოზიციურ ერთობაზე. ვაშაძე - ჯაფარიძე - ხოშტარიას ალიანსს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ახალ გაერთიანებაში არ შევლენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე