რეზონანსი
(04.11.2022)

სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, „დიდი შვიდეული" და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ.

როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ზედა ზღვარი ფიქსირებული იქნება და რეგულარულად გადაიხედება, რაც მისი თქმით, ბაზრის სტაბილურობას გაზრდის.

როგორც სააგენტო „როიტერი" წერს, თავად ფასი ჯერ არ არის დადგენილი და ამ საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასის რაიმე ინდექსზე მიბმა პოტენციური ფასის რყევებს გამოიწვევდა.

ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტების კი, 5 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე