რეზონანსი
(04.11.2022)

მათ ვერ შეძლეს რაიმე ხედვის შეთავაზება საზოგადოებისთვის, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, თუნდაც ჯანდაცვის, სოციალური ან ნებისმიერი მიმართულებით, იმისთვის, რომ ამომრჩეველი მათ მიმხრობოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

„ისინი შემოიფარგლნენ მხოლოდ პროტესტებით და „გადადექი, გადადექი"-ს ძახილით. ასე გამარჯვების მოპოვება პოლიტიკაში, ჩემი აზრით შეუძლებელია", - განაცხადა სერგეენკომ.

„ნაციონალური მოძრაობა" ნონა მამულაშვილმაც დატოვა. მანამდე ოპოზიციურ პარტიას გაემიჯნონ თბილისში ნიკა ობოლაძე და აჭარაში მალხაზ თავდგირიძე. პარტიიდან წევრების წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაში" და კვლავ უარს ამბობენ ოპოზიციურ ერთობაზე. მათ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ არ შევლენ ახალ გაერთიანებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე